თავში

არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
არგენტინაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა

არგენტინის პრეზიდენტმა ალბერტო ფერნანდესმა, ყოფილი პრეზიდენტის კარლოს მენემის გარდაცვალების გამო, ქვეყანაში სამდღიანი გლოვა გამოაცხადა. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფოს მეთაურის ადმინისტრაცია აქვეყნებს.

ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე ფერნანდესმა არგენტინის 47-ე პრეზიდენტის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა. 

"ის ყოველთვის ირჩევდა დემოკრატიას, იგი იყო პრეზიდენტი, ლა რიოხას პროვინციის გუბერნატორი და სენატორი. დიქტატურის პერიოდში მას დევნიდნენ და ციხეში გაგზავნეს", - წერს ფერნანდესი.

არგენტინის 47-ე პრეზიდენტი კარლოს მენემი დღეს, 91 წლის ასაკში, გარდაიცვალა. 

კარლოს მენემი არგენტინის პრეზიდენტის თანამდებობას 1989-1999 წლებში იკავებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system