თავში

არგენტინის დედაქალაქში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა

​არგენტინის დედაქალაქში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა
არგენტინის დედაქალაქში ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვა მოხდა

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესის რამდენიმე რაიონი ელექტროენერგიის გარეშე. ამის მიზეზი ისაა, რომ სიცხის გამო ქსელი გადაიტვირთა. ინფორმაციას La Nación ავრცელებს.

მისი ცნობით, შეფერხებით მობილური კავშირიც მუშაობდა.

ელექტროენერგიის გარეშე 700 ათასზე მეტი მოსახლე დარჩა. სახელმწიფო მარეგულირებლის გვერდი, რომელზეც შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება, ამჟამად მიუწვდომელია.

გაზეთის ცნობით, ელექტროენერგიის გათიშვის გამო, კორონავირუსის ტესტირებისა და ვაქცინაციის ცენტრები დროებით დაიხურა.

შეფერხებები მას შემდეგ დაიწყო, რაც დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურამ 34 გრადუსს გადააჭარბა. ამ დროისთვის ქალაქში ტემპერატურა 37 გრადუსის აღწევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system