თავში

არგენტინის ტრანსპორტის მინისტრი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

არგენტინის ტრანსპორტის მინისტრი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა
არგენტინის ტრანსპორტის მინისტრი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

არგენტინის ტრანსპორტის მინისტრი მარიო მეონი უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია TN იუწყება.

გავრცელებული ინფორმაციით, ადგილობრივი დროით 22:30 საათზე კარმენ-დე-არეკოსა და სან-ანდრეს-დე ხილესის დამაკავშირებელ გზაზე მისი მანქანა გადაბრუნდა.

მინისტრი მანქანას თავად მართავდა და ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მარტო იმყოფებოდა.

მარიო მეონი ქალაქ ხუნინში როსარიოდან ბრუნდებოდა, სადაც არგენტინის პრეზიდენტს, ალბერტო ფერნანდესს შეხვდა.

მეონი არგენტინის ტრანსპორტის მინისტრის თანამდებობას 2019 წლის დეკემბრიდან ასრულებდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system