თავში

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი დასახლებები, რომლებიც "პოლონეთის პირამიდებთან" არის დაკავშირებული

​არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი დასახლებები, რომლებიც
არქეოლოგებმა აღმოაჩინეს უძველესი დასახლებები, რომლებიც პოლონეთის პირამიდებთან არის დაკავშირებული

არქეოლოგებმა კუიავსკის მეგალითურ სამარხებთან ახლოს, რომელთა სახელწოდებაა "პოლონური პირამიდები"', უძველესი დასახლებები აღმოაჩინეს. ინფორმაციას ამის შესახებ Heritage Daily ავრცელებს.

კუიავსკის მეგალითური სამარხები არის 130 მეტრიანი მოგრძო ტრაპეციული ფორმის სამარხები, რომლებიც პოლონეთის კუიავსკის რეგიონში მდებარეობს და ძვ. წ. IV ათასწლეულში აშენდა.

არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ცალკეული სახლები და უფრო დიდი დასახლების ქსელები დრონებისა და საჰაერო ფოტოგრაფიის, ასევე გეოქიმიური და გეოფიზიკური კვლევების გამოყენებით.

”ამ ყველაფერმა საშუალება მოგვცა დადასტურებულად აღვნიშნოთ ის ადგილები, სადაც ადამიანები იმ დროს ცხოვრობდნენ, როდესაც მეგალითური სამარხები აღმართეს. სოფლები პატარა იყო - თითოეულში 10-მდე ოჯახი ცხოვრობდა და მათ 1-1,5 ჰექტარი ფართობი ეკავა”, - განაცხადა ლოძის არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული მუზეუმი დოქტორმა პეტერ პაპერნიკმა.

არქეოლოგები ვარაუდობენ, რომ სამარხებს დასახლებების განლაგების საკოორდინაციო ცენტრის ფუნქცია ჰქონდა. მისი საშუალებით რამდენიმე სოფლის მკვიდრები სამარხების მშენებლობაში იყვნენ ჩართულები.

გათხრების დროს მრავალი ცხოველის - ძროხის, ღორის, ცხვრისა და თხის ძვალი აღმოაჩინეს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ დასახლების მცხოვრებლები ძირითადად უფრო მესაქონლეობით იყვნენ დაკავებულნი, ვიდრე სოფლის მეურნეობით.

მიუხედავად იმისა, რომ მეგალითური სამარხები თავადაზნაურობის სამარხებს შეიცავდა, დოქტორმა პაპერნიკმა აღნიშნა, რომ რიგითი ადამიანებისათვის ინდივიდუალური სამარხების ან მასობრივი სასაფლაოების დამადასტურებელი არანაირი ნიშანი არ არსებობს. პაპერნიკის კვლევის შემდეგი ეტაპი ამ სამარხების ძიებაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system