თავში

არქეოლოგებმა ჩინეთში მინის დინასტიის იდუმალი სამარხი იპოვეს

​არქეოლოგებმა ჩინეთში მინის დინასტიის იდუმალი სამარხი იპოვეს
არქეოლოგებმა ჩინეთში მინის დინასტიის იდუმალი სამარხი იპოვეს

ჩინეთის პროვინცია ჰებეიში არქეოლოგებმა მინის დინასტიის (1368-1644 წწ.) უძველესი სამარხი აღმოაჩინეს. ინფორმაციას News.cn ავრცელებს.

ქვისგან აშენებული რვაკუთხა ნაგებობა კარგად არის შემონახული. მასში ორი კუბო იყო, თითოეულში კი ჩონჩხი აღმოაჩინეს. მეცნიერებს ნაშთების ასაკის, ასევე დაკრძალულთა ვინაობის დადგენა ჯერ არ შეუძლიათ.

ექსპერტებმა განაცხადეს, რომ აღმოჩენა მათ საშუალებას მისცემს, რეგიონში სხვა სამარხებიც შეისწავლონ.

მინის დინასტია ჩინეთს 1368 წლიდან 1644 წლამდე მართავდა. ამ ხნის განმავლობაში ქვეყნის მოსახლეობა გაორმაგდა, აშენდა ფლოტი, დამყარდა კულტურული კავშირები დასავლეთთან და ქვეყანა გახდა ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო მსოფლიო ასპარეზზე. თუმცა, სახალხო აჯანყების შედეგად მინის დინასტია, თითქმის 300 წლიანი მმართველობის შემდეგ, დაემხო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system