თავში

არხი HBO ტინა ტერნერზე დოკუმენტურ ფილმს აჩვენებს

​არხი HBO ტინა ტერნერზე დოკუმენტურ ფილმს აჩვენებს
არხი HBO ტინა ტერნერზე დოკუმენტურ ფილმს აჩვენებს

ამერიკული არხი HBO (Home Box Office) ცნობილ მომღერალზე, როკის დედოფალზე ტინა ტერნერზე დოკუმენტურ ფილმს აჩვენებს. ფილმის პრემიერა სახელწოდებით "ტინა" HBO Max-ის პლატფორმაზე 2021 წლის 27 მარტს შედგება. ფილმი მოგვითხრობს მომღერლის შემოქმედებით კარიერაზე, მის ურთიერთობებზე ყოფილ მეუღლესთან აიკ ტერნერთან და ბიზნესპარტნიორებთან. ფილმში საუბარია ყოფილი მეუღლის ტინა ტერნერისადმი სასტიკი მოპყრობის დეტალებზე.

ფილმში გამოყენებულია საარქივო დოკუმენტური კადრები და ინტერვიუ მომღერალთან. ფილმში მონაწილეობა მიიღეს ტინა ტერნერის ყოფილმა მეუღლემ და პროდიუსერებმა, ასევე ცნობილმა ტელეწამყვანმა ოპრა უინფრიმ და მსახიობმა ანჟელა ბასეტმა.

ტინა ტერნერი, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ანა მეი ბულოკია, 1939 წელს დაიბადა. იგი დღემდე როკ-ენ-როლის დედოფლად ითვლება. ჟურნალი Rolling Stone-ი მას თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად ასახელებს. ტინა ტერნერი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system