თავში

არქტიკაში რეკორდული სიცხე - 38 გრადუსი დაფიქსირდა

​არქტიკაში რეკორდული სიცხე - 38 გრადუსი დაფიქსირდა
არქტიკაში რეკორდული სიცხე - 38 გრადუსი დაფიქსირდა

მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ 2020 წლის 20 ივნისს ციმბირში, რუსეთის ქალაქ ვერხოიანსკში, არქტიკისთვის ტემპერატურის ახალი რეკორდი: +38°C დააფიქსირა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას გაერო-ს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

გაერო-ში აღნიშნავენ, რომ ეს ტემპერატურა, უფრო "ხმელთაშუა ზღვისთვის არის შესაფერისი, ვიდრე არქტიკისთვის".

ამასთან, 2020 წლის თითქმის მთელი ზაფხულის განმავლობაში ციმბირის არქტიკულ ზონაში საშუალო ტემპერატურა ნორმაზე 10 გრადუსით მაღალი იყო.

გაერო-ს განცხადებით, ასეთმა ამინდმა ციმბირში ხანძარი გაამწვავა, ზღვის ყინულის მასშტაბური დაკარგვა გამოიწვია და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა იმაში, რომ 2020 წელი სამი ყველაზე თბილი წელიწადიდან ერთ-ერთი გახდა.

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, პროფესორმა პეტერი ტაალასმა განაცხადა, რომ ეს დედამიწაზე კლიმატის ცვლილების სიგნალია.

"ეს არქტიკისთვის ახალი რეკორდი, კიდევ ერთი მაჩვენებელია, რომ ჩვენი კლიმატის ცვლილებები საგანგაშოა", - განაცხადა მან.

ორგანიზაციის ცნობით, 2020 წელს ანტარქტიდის კონტინენტზე. ტემპერატურის ახალი რეკორდიც (18,3°C) დაფიქსირდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system