თავში

ასადმა იდლიბი დაბომბა, დაიღუპა 11 ადამიანი

ასადმა იდლიბი დაბომბა, დაიღუპა 11 ადამიანი
ასადმა იდლიბი დაბომბა, დაიღუპა 11 ადამიანი

ბაშარ ასადის არმიამ სირიაში, იდლიბის რაიონის რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის სერაქიბი, სერმინი, დადიხი, მედრიხი და ნეიბერი დაბობმა. ასადის არმიამ, ასევე შეტევა განახორცილა ალეპოსა და კიდევ რამდენიმე რაიონში. იერიშს 11 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

თურქული ტელეკომპანია „ენ-ტი-ვის“ ინფორმაციით კი იდლიბის პროვინციაში ოთხი თურქი სამხედრო დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის ძალების პოზიციებს იდლიბში სირიის სახელისუფლო არმიამ ცეცხლი გაუხსნა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის სამხედროების განთავსების პოზიციები სირიის რეჟიმთან წინასწარ იყო შეთანხმებული.

სირიის არაბულმა არმიამ, რუსეთის სამხედრო ძალებისა და ირანის ტერორისტული დაჯგუფებების მხარდაჭერით, 28 იანვარს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქი მაარაფ ალ-ნუმანი დაიკავა, რომელიც იდლიბიდან 49 კილომეტრში მდებარეობს. ამის შემდეგ თურქეთმა რუსეთი სირიასთან დაკავშირებით შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა და მოსკოვს ბაშარ ასადის რეჟიმთან თანამშრომლობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

ევროკავშირში აცხადებენ, რომ სანქციები ასადის რეჟიმის წინააღმდეგ შენარჩუნებული იქნება, სანამ ეს სასტიკი იერიშები გრძელდება. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სისტემატიური ავიათავდასხმები და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ ცეცხლის გახსნა დაუშვებელია და უნდა შეწყდეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system