თავში

აშშ ალბანეთის ექსპრეზიდენტს სანქციებს უწესებს

აშშ ალბანეთის ექსპრეზიდენტს სანქციებს უწესებს
აშშ ალბანეთის ექსპრეზიდენტს სანქციებს უწესებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტისა სალი ბარიშის წინააღმდეგ, სანქციებს აწესებს. " დღეს მე ვაცხადებ სანქციების სიაში ალბანეთის ყოფილი პრეზიდენტის, ყოფილი პრემიერისა და პარლამენტის ყოფილი წევრის სალი ბარიშას დამატების შესახებ მსხვილ კორუფციულ საქმეში მისი მონაწილეობის გამო", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

სალი ბარიშას სახელმწიფო ქონების მითვისება, საზოგადოებრივ პროცესებში ჩარევა, ძალაუფლების ბოროტად, პირადი ინტერესებისთვის გამოყენება და საკუთარი ოჯახის წევრებისა და პოლიტიკური მოკავშირეების გამდიდრებისთვის ხელშეწყობა ედება ბრალად.

სანქციების ქვეშ ექსპრეზიდენტის ოჯახის წევრებიც მოხვდნენ. მათ აშშ-ში შესვლა აეკრძალათ.
"ამ გადაწყვეტილებით ჩვენ ხაზს ვუსვამთ ალბანეთის დემოკრატიულ ინსტიტუტებში, სახელისუფლებო პროცესებსა და სახელმწიფო მოხელეების ქმედებაში ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის აუცილებლობას", - ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

სალი ბარიშა 1992-1997 წლებში ალბანეთის პრეზიდენტი, 2005-2013 წლებში კი პრემიერ-მინისტრი იყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system