თავში

აშშ ავღანეთში ახალ ელჩს ნიშნავს - PHOTO

​აშშ ავღანეთში ახალ ელჩს ნიშნავს
აშშ ავღანეთში ახალ ელჩს ნიშნავს - PHOTO

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ავღანეთში ახალი ელჩს ნიშნავს. ამერიკული მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ახალი დესპანი უილიამ რუგერი იქნება. რუგერი საგარეო პოლიტიკის ექსპერტი და ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის პროგრამის მხარდამჭერია. მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ავღანური მხარე უკვე გაფრთხილებულია.

ამ დროისთვის ავღანეთში ელჩის მოვალეობას დროებით როს უილსონი ასრულებს.

მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს, პირველად 18 წლიანი ომის მანძილზე, აშშ-მა და რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" სამშვიდობო შეთანხმება გააფორმეს. მოლაპარაკება ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანას, ავღანეთის ხელისუფლების მიერ "თალიბი" ტყვეების გათავისუფლებას და შიდაავღანური მოლაპარაკებების დაწყებას გულისხმობს, რამაც ავღანეთში 19 წლიან ომსა და დაპირისპირებას უნდა დაუსვას წერტილი.

შეთანხმების თანახმად ამერიკულმა ჯარებმა 14 თვის განმავლობაში სრულად უნდა დატოვონ ავღანეთის ტერიტორია. ამ დროისთვის NATO-ს 5 ბაზიდან უკვე გაყვანილია სამხედროები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system