თავში

აშშ ავსტრალიას 2 მილიარდის სამხედრო ტექნიკას მიჰყიდის

აშშ ავსტრალიას 2 მილიარდის სამხედრო ტექნიკას მიჰყიდის
აშშ ავსტრალიას 2 მილიარდის სამხედრო ტექნიკას მიჰყიდის

აშშ ავსტრალიის სამხედრო ძალებს ახალი შეიარაღებით მოამარაგებს. ჩამონათვალში შედის CH-47F Chinookის ტიპის ოთხი მძიმე სამხედრო სატრანსპორტო ვერტმფრენი, M1A2 Abrams-ის ტიპის 75 ტანკი, რამდენიმე ათეული ჯავშანმანქანა და მასთან დაკავშირებული აღჭურვილობა. მთლიანობაში სამხედრო ტექნიკის განახლებაში ავსტრალიამ 1,94 მილიარდი დოლარი უნდა გადაიხაროს.

გარდა ამისა, ჩამონათვალში ასევე შედის M1A1 ტიპის 160 ტანკი, M1150-ის ტიპის გამნაღმველი 29 ჯავშანსაწინააღმდეგო მანქანა, 18 ჯავშანსატანკო ხიდი, M88A2 ტიპის 6 დაჯავშნული სარემონტო-საევაკუაციო მანქანა , AGT1500 ტიპის გაზის ტურბინების 122 ძრავა, T55-GA-714A ტიპის საავიაციო ტურბინების 8 ძრავა და სარაკეტო შეტევის გამაფრთხილებელი სისტემები.

 გადაწყვეტილება აშშ-ის სენატმა 30 დღის ვადაში უნდა განიხილოს და დაამტკიცოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system