თავში

აშშ აზერბაიჯანული სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამას იწყებს

აშშ აზერბაიჯანული სამოქალაქო
აშშ აზერბაიჯანული სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამას იწყებს

ამერიკის შეერთებული შტატები აზერბაიჯანს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში დაეხმარება. პროგრამას საერთაშორისო განვითარების სააგენტო იწყებს, რომლის განხორციელებისთვისაც 15 მილიონი დოლარი გამოიყოფა. ინფორმაციას RT ავრცელებს.

ინიციატივის მიზანია სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე აზერბაიჯანის მოქალაქეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის კომუნიკაციის პროცესის ხელშეწყობა.

პროგრამა ასევე ოფიციალური და არაოფიციალური სამოქალაქო გაერთიანებების განვითარებას და ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე ინოვაციური მეთოდების დანერგვით, მათი აზერბაიჯანის სოციალურ-კულტურულ ცხოვრებაში მეტ ჩართულობას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system