თავში

აშშ ჩინეთის ახალი წყალქვეშა ატომური ნავის სამიზნეა

აშშ ჩინეთის ახალი წყალქვეშა ატომური ნავის სამიზნეა
აშშ ჩინეთის ახალი წყალქვეშა ატომური ნავის სამიზნეა

ჩინეთის არმიის ახალ სტრატეგიულ ატომურ წყალქვეშა ნავს რაკეტის გადატანა შუძლია, რომელიც სამიზნეს აშშ-ის ნებისმიერ წერტილში გაანადგურებს. ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს. სუბმარინის 094A "ცზინის" დემონსტრირება 30 აპრილს, სამხედრო-საზღვაო ძალების 72-წლისთავისადმი მიძღვნილ ზეიმზე მოხდა.

JL-3 ტიპის მყარსაწვავიანი კონტინენტთაშორისი რაკეტის სიჩქარე საათში 10-12 ათას კილომეტრს აღწევს.

ჩინური მხარის განცხადებით, 094A ტიპის წყალქვეშა ნავი 094-ის მოდერნიზებული ვარიანტია. ახალ მოდელს უფრო მაღალი სიმძლავრის რაკეტების - JL-3-ის გადატანა შეუძლია. ისინი აშშ-ის ნებისმიერ წერტილში მიაღწევენ. მის წინამორბედ JL-2-ის ტიპის რაკეტებს კი წვდომა აშშ-ის მხოლოდ ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე ჰქონდათ. ექსპერტების განცხადებით, JL-3-ს რამდენიმე ბირთული ქობინის ტარება შეუძლია.

ჩინეთის შეაიარაღებულ ძალებს დღეს 094 ტიპის, სხვა და სხვა მოდიფიკაციის 6 წყაქვეშა ნავი ჰყავს. ისინი კიდევ 2-ის აშენებას აპირებენ, რომლითაც 092-ის ტიპის მოძველებულ მოდელებს ჩაანაცვლებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system