თავში

აშშ ჩინეთის წარმომადგენლებს სანქციებს უწესებს

აშშ ჩინეთის წარმომადგენლებს სანქციებს უწესებს
აშშ ჩინეთის წარმომადგენლებს სანქციებს უწესებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებით, ვაშინგტონი ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალურ პირებს სავიზო შეზღდუვებს დაუწესებს. პომპეოს თქმით, შეზღუდვები დაუწესდებათ იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჰონგ-კონგის ავტონომიის თავისუფლების ხელყოფისთვის. სანქციები მიმართულია როგორც პარტიის ყოფილ, ასევე მოქმედ წარმომადგენლებზე. 

ჩინეთი აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეცდომად მიიჩნევს და აშშ-ს სანქციების გახმობისკენ მოუწოდებს. ჩინეთის საელჩოს განცხადებით, ჰონგ-კონგი ჩინეთს ეკუთვნის და გარეგანი ძალების ჩარევის უფლებას არავის მისცემენ.  

შეგახსენებთ, რომ ჩინეთი ახალ კანონს განიხილავს, რომლის მიხედვითაც დანაშაულებრივი ქმედება გახდება პეკინის მმართველობის წინააღმდეგ განხორციელებული მოწოდებები, ამასთან ჩინეთი პირველად განახორციელებს ჰონგ-კონგის ტერიტორიაზე საკუთარი უსაფრთხოების სააგენტოების დაარსებას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system