თავში

აშშ და ჩინეთი სავაჭრო ხელშეკრულებას აწერენ ხელს

​აშშ და ჩინეთი სავაჭრო ხელშეკრულებას აწერენ ხელს
აშშ და ჩინეთი სავაჭრო ხელშეკრულებას აწერენ ხელს

განგრძლივი დავის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის ვიცე-პრემიერი ლიუ ჰი, დეკემბერში გაფორმებულ, სავაჭრო ხელშეკრულებას აწერენ ხელს.

შეთანხმება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ორ ქვეყანას შორის არსებული ხანგრძლივი სავაჭრო ომის ფონზე. შეთანხმება გულისხმობს ამერიკული წარმოების პროდუქციის, სოფლის მეურნეობის პროდუქტის, ენერგიისა და სერვისის ჩინეთში შესყიდვის წახალისებას.

ჩინური მხარის მიერ ამერიკული პროდუქციის შესყიდვის სანაცვლოდ, ამერიკა ჩინურ პროდუქტებზე ტარიფებს შეამცირებს. პეკინმა აშშ-დან ექსპორტი 200 მილიარდით უნდა გაზარდოს.

18-თვიანმა სატარიფო კონფლიქტმა მნიშვნელოვნად შეამცირა მსოფლიო ეკონომიკური ზრდა. კონფლიქტი აშშ-ჩინეთს შორის უთანხმოებას მოჰყვა, რაც ჩინეთის ტექნოლოგიური ამბიციებით იყო განპირობებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system