თავში

აშშ ერაყს 3500 წლის წინ მოპარულ "გილგამეშის" დაფას დაუბრუნებს

​აშშ ერაყს 3500 წლის წინ მოპარულ "გილგამეშის" დაფას დაუბრუნებს
აშშ ერაყს 3500 წლის წინ მოპარულ გილგამეშის დაფას დაუბრუნებს

23 სექტემბერს, ვაშინგტონში გაიმართება ცერემონია, რომელზეც ერაყის ხელისუფლებას შუმერული ეპოსის, "გილგამეშის" ტექსტიანი ლურსმული დაფა გადაეცემა.

თიხის ძეგლი 3500 წლისაა. დაფა მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ტექსტად ითვლება.

არტეფაქტი ერაყის მუზეუმიდან 1991 წელს, ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხლის" დროს მოიპარეს. აშშ-ში ის უკანონოდ შეიტანეს და 2014 წელს კომპანია Hobby Lobby-ს 1,67 დოლარად მიჰყიდეს. შემდეგ ის ვაშინგტონში ბიბლიის მუზეუმს გადაეცა.

2021 წლის ივლისში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გადაწყვიტა, ფასდაუდებელი ისტორიული ძეგლი და კიდევ 17,000 არტეფაქტი, რომლებიც უკანონოდ იქნა შემოტანილი შეერთებულ შტატებში, ერაყისთვის დაებრუნებინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system