თავში

აშშ-ის დემოკრატი კონგრესმენები დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ

​აშშ-ის დემოკრატი კონგრესმენები დონალდ ტრამპის გადაყენებას ითხოვენ
აშშ-ის დემოკრატი კონგრესმენები დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის იურიდიული კომიტეტის დემოკრატი წევრები მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტს ითხოვენ. მათ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს და მინისტრთა კაბინეტს აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების გამოყენებისკენ და დონალდ ტრამპის თანამდებობიდან გადაყენებისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

დემოკრატი კონგრესმენების განცხადებით, ტრამპის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ჩანს, რომ ის ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არის და ვერ შეძლებს 2020 წლის არჩევნების შედეგების აღიარებას. ამას მოწმობს ტრამპის მზადყოფნა, არჩევნების შედეგების შეცვლის მიზნით წააქეზოს ძალადობა და სოციალური მღელვარება ქვეყანაში. კომიტეტის ამ განცხადებამდე, ამერიკულ მედიაში გავრცელდა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონალდ ტრამპის კაბინეტის წევრები მისი თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობას განიხილავდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system