თავში

აშშ-ის ისტორიაში 2020 წელი ყველაზე მომაკვდინებელი წელი იყო - მედია

აშშ-ის ისტორიაში 2020 წელი ყველაზე მომაკვდინებელი წელი იყო - მედია
აშშ-ის ისტორიაში 2020 წელი ყველაზე მომაკვდინებელი წელი იყო - მედია

გაზეთ Politico-ს ცნობით, აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სასიკვდილო წელიწადი 2020 წელი იყო. მან ეს ინფორმაცია ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით (CDC) გაავრცელა.

მონაცემების თანახმად, შეერთებულ შტატებში 2020 წელს სამ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. კორონავირუსი გარდაცვალების მესამე მიზეზია გულის დაავადებებისა და კიბოს შემდეგ. 

აღინიშნა, რომ შეერთებულ შტატებში COVID-19-მა სიკვდილიანობის 15%-იანი ზრდა გამოიწვია.

ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ბოლო მონაცემებით, შეერთებულ შტატებში კორონავირუსის შემთხვევებმა 29 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, 529 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system