თავში

აშშ-ის კონგრესი ლუკაშენკოს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-ის კონგრესი ლუკაშენკოს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
აშშ-ის კონგრესი ლუკაშენკოს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები მათ შორის რესპუბლიკელების ლიდერი კომიტეტში მაიკლ მაკკოლი აცხადებენ, რომ აშშ-ში  უკიდურესად შეშფოთებულები არიან ბელარუსში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარებით და ხელისუფლებას ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ბელარუსი ხალხი მშვიდობიან, ძალადობის გარეშე თავისუფალი და ღირსეულ არჩევანს იმსახურებენ.

საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსადრე ლუკაშენკომ ხმათა 80,23% მიიღო, მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, ოპოზიციონერი ბლოგერის სერგეი ციხანოვსკის მეუღლემ სვეტლანა ციხანოვსკაიამ კი 9,9% .

ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბებულია და საპროტესტო აქციებს მართავს. ხელისუფლებამ ოპოზიციის წინააღმდეგ ძალა და გამოიყენა. ბელარუსი უფლებადამცველების განცხადებით, საპროტესტო გამოსვლების დროს სამართალდამცავებთან დაპირისპირებისას უამრავი ადამიანი დაშავდა და 1 დაიღუპა. დაკავებულია 213 ადამიანი.

არჩევნების საბოლოო შედეგებს ცენტრალური საარჩევო კომისია კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system