თავში

აშშ-ის კონგრესმენები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისკენ მოუწოდებენ

​აშშ-ის კონგრესმენები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისკენ მოუწოდებენ
აშშ-ის კონგრესმენები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისკენ მოუწოდებენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში რეზოლუციის პროექტი მომზადდა, რომელშიც ადამიანის უფლებების დარღვევის გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებისკენ მოუწოდებენ.

ინფორმაციაში, რომელიც კომიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ დოკუმენტის დემოკრატმა კონგრესმენმა ელიოტ ენგელმა და მისმა მოადგილემ, რესპუბლიკელმა მაიკლ მაკკოლმა შეიმუშავეს.

რეზოლუციის პროექტში დაგმობილია შემთხვევები, როდესაც რუსეთში გისოსებს მიღმა ჟურნალისტები, ოპოზიციონერები, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ხვდებიან. დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას რუსეთისადმი პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ.

"ჩვენ ტრამპის ადმინისტრაციას მოვუწოდებთ, რუსეთის მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც ადამიანის უფლებების მსგავს დარღვევებზე აგებენ პასუხს, სანქციები დაწესდეს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

ამ მიზნით კონგრესმენები მაგნიტსკის აქტის გამოყენებას სთავაზობენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system