თავში

აშშ-ის მილსადენმა Colonial Pipeline-მა მუშაობა განაახლა

აშშ-ის მილსადენმა Colonial Pipeline-მა მუშაობა განაახლა
აშშ-ის მილსადენმა Colonial Pipeline-მა მუშაობა განაახლა

აშშ-ში საწვავის უმსხვილეს ოპერატორზე - Colonial Pipeline-ზე მომხდარი კიბერშეტევის შემდეგ, რამაც აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთით საწვავის დეფიციტი და მომხმარებლების პანიკა გამოიწვია, კომაპნიამ მუშაობა განაახლა. ინფორმაციას Reuters  ავრცელებს. 

Colonial Pipeline-ში აცხადებენ, რომ 8 850 კილომეტრის სიგრძის მილსადენის მუშაობის ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებას რამდენიმე დღე, ან სულაც 2 კვირა დასჭირდება.

მედიის ინფორმაციით, კომპანია, ჰაკერების მიერ მოპარული ფაილების სანაცვლოდ გამოსასყიდის გადახდას არ აპირებs. Colonial Pipeline-ის განცხადებით, სისტემის ხელახლა ამუშავებამდე მათ უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს.

მილსადენის მუშაობის პარალიზებამ აშშ-ში საწვავზე ფასების ზრდა გამოიწვია.

ჰაკერული თავდასხმა აშშ-ის უდიდეს მილსადენ Colonial Pipelinе-ზე, რომელსაც შტატების აღმოსავლეთ სანაპიროზე მოხმარებული საწვავის 45 პროცენტამდე გადააქვს და დღეში 2.5 მილიონ ბარელ საწვავს ატარებს, 9 მაისს განხორციელდა. მონაცემებში შეღწევა ეგრეთ წოდებული გამომძალველი პროგრამით მოხდა, რომლის დროსაც ფაილები კოდირებული ხდება და კოდის მოხსნის სანაცვლოდ ჰაკერები ფულს ითხოვენ. ამერიკული მედია ინციდენტს რუსი ჰაკერებისგან შემდგარ DarkSide ჯგუფს უკავშირებს. მომხდართან დაკავშირებით აშშ-ის რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system