თავში

აშშ-ის პირველმა ლედიმ ბორტგამცილებლის როლი მოირგო - PHOTO

აშშ-ის პირველმა ლედიმ ბორტგამცილებლის როლი მოირგო
აშშ-ის პირველმა ლედიმ ბორტგამცილებლის როლი მოირგო - PHOTO

ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა გადაწყვიტა, 1 აპრილის ხუმრობაში ჩართულიყო და ბორტგამცილებლის, სახელად ჟასმინის, როლი მოირგო.

1 აპრილს ჯილი კალიფორნიიდან ვაშინგტონში, რეპორტიორების ჯგუფის თანხლებით გაფრინდა. უცებ ის ბორტგამცილებლის ტანისამოსით გამოჩნდა. პირველმა ლედიმ  მოკლეთმიანი შავი პარიკი, სამედიცინო ნიღაბი და შავი შარვალი და პიჯაკი მოირგო.

ბორტგამცილებელმა მგზავრებს ნაყინი დაურიგა, მაგრამ ორიოდე წუთის შემდეგ იგი პარიკის გარეშე გამოვიდა მგზავრების წინაშე. ჟურნალისტების თქმით, ჯილი იცინოდა და ამბობდა, რომ ეს პირველი აპრილის ხუმრობა იყო.

აღსანიშნავია, რომ ჯილ ბაიდენი თვითმფრინავში ხუმრობით ბარაკ ობამას პირველი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაშიც გამოირჩეოდა. იმ დროს მისი მეუღლე, ჯო ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა. ჯილი ავიდა და დაიმალა თვითმფრინავის სავარძლების თავზე. როდესაც ერთ-ერთმა მგზავრმა ბარგის ასაღებად თარო გახსნა, ბაიდენის ცოლი შიგნით დახვდა და ის შეაშინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system