თავში

აშშ-ის პოლიციამ მოქალაქეებს სთხოვა, მტკიცებულებები თავად შეაგროვონ

​აშშ-ის პოლიციამ მოქალაქეებს სთხოვა, მტკიცებულებები თავად შეაგროვონ
აშშ-ის პოლიციამ მოქალაქეებს სთხოვა, მტკიცებულებები თავად შეაგროვონ

პერსონალის დეფიციტის გამო, რაც COVID-19-ით არის გამოწვეული, ტეხასის ქალაქ ოსტინის პოლიციამ ერთ-ერთი მაღაზიის მფლობელს, კირკ ენდრიუსს მისი საწარმოს ძარცვის გამოძიებაში დახმარება ვერ გაუწია. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

”ისინი ტელეფონით დამელაპარაკნენ და მითხრეს, რომ COVID-ის შეზღუდვების გამო არავინ მოვიდოდა ჩემთან”, - განაცხადა ენდრიუსმა.

მამაკაცმა დასძინა, რომ პოლიციამ მას სთხოვა, გაეკეთებინა ხელთათმანები და ვაზნები და სხვა მტკიცებულებები დამოუკიდებლად შეეგროვებინა.

ოსტინის პოლიციამ მანამდე განაცხადა, რომ 1 ოქტომბრიდან ისინი მხოლოდ ყველაზე გადაუდებელ შემთხვევებზე გავლენ რეაგირებისთვის, ვინაიდან პანდემიით გამოწვეული შეზღუდვები და დაფინანსების შემცირება პერსონალის დეფიციტს იწვევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system