თავში

აშშ-ის საელჩო რუსეთში საკონსულო საქმიანობას ამცირებს

​აშშ-ის საელჩო რუსეთში საკონსულო საქმიანობას ამცირებს
აშშ-ის საელჩო რუსეთში საკონსულო საქმიანობას ამცირებს

აშშ-ის საელჩო რუსეთში 12 მაისიდან საკონსულო მომსახურებას მხოლოდ ამერიკის მოქალაქეებისთვის და მხოლოდ გადაუდებელი შემთხვევების პირობებში გასწევს. ასევე შეწყდება არადიპლომატიური მოგზაურობისთვის არასაემიგრაციო ვიზების დაცემის პროცედურა. ამის შესახებ უწყების საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია საუბარი. ამერიკის მოქალაქეებს, რომელთაც რუსეთში ყოფნის ვიზა უმთავრდებათ, 15 ივნისამდე ქვეყნის დატოვება ურჩიეს.

საელჩოს მუშაობის შეზღუდვის მიზეზი რუსეთის მიერ ამერიკელი დიპლომატების ქვეყნიდან გაძევება და საელჩოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამუშაოდ აყვანის აკრძალვა გახდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ქმედებების შედეგად აშშ-ის საკონსულოში თანამშრომელთა რაოდენობა 75%-ით შემცირდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 15 აპრილს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ბრძანებულებას მოაწერა ხელი. ამის საპასუხოდ რუსეთმა კონტრნორმების სია გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნიდან ამერიკელი დიპლომატების გაძევებას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და სხვა სახელმწიფო სტრუქტურების დაქვემდებარებაში მყოფი ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დახურვას და ასევე, აშშ-ის დიპლომატიური მისიების მიერ რუსეთისა და მესამე ქვეყნების მოქალაქეების ადმინისტრაციულ-ტექნიკურ პოზიციებზე სამუშაოდ აყვანის აკრძალვას ითვალისწინებდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system