თავში

აშშ-ის სამხედროები COVID-ის ყველა შტამის წინააღმდეგ ვაქცინას ქმნიან

აშშ-ის სამხედროები COVID-ის ყველა შტამის წინააღმდეგ ვაქცინას ქმნიან
აშშ-ის სამხედროები COVID-ის ყველა შტამის წინააღმდეგ ვაქცინას ქმნიან

აშშ-ის არმიის კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა შეიმუშავეს და წარმატებით დაასრულეს ვაქცინის ადამიანებზე ცდების პირველი ეტაპი, რომელსაც შეუძლია, ეფექტური წინააღმდეგობა გაუწიოს COVID-19-ის სხვადასხვა შტამებს, ისევე როგორც SARS-ის სხვა სახეობებს. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას ამერიკული სპეციალიზებული გამოცემა Defense One ავრცელებს.

"რამდენიმე კვირაში, აშშ-ის არმიის უოლტერ რიდის სახელობის კვლევის ინსტიტუტის მეცნიერები გეგმავენ, გამოაცხადონ, რომ შექმნეს ეფექტური ვაქცინა COVID-19-ისა და მისი ყველა ვარიანტის, მათ შორის "ომიკრონის", ისევე როგორც წინა SARS ვირუსების წინააღმდეგ, რომლებსაც მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიკვდილი მოჰყვა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ახალ ვაქცინაზე მუშაობა დაახლოებით ორი წელია მიმდინარეობს - იმ მომენტიდან, რაც 2020 წლის დასაწყისში არმიის ლაბორატორიამ COVID-19 ვირუსის პირველი დნმ-ის ნიმუში მიიღო. მას შემდეგ, უოლტერ რიდის სახელობის ინსტიტუტის ინფექციური დაავადებების დეპარტამენტი ორიენტირებულია ვაქცინის შექმნაზე, რომელიც COVID-19-ის ყველა პოტენციური ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტური იქნება.

ვაქცინას Spike Ferritin Nanoparticle ან SpFN ეწოდება. ამ წლის დასაწყისში ცხოველებზე ტესტირების ეტაპი დადებითი შედეგებით დასრულდა. ადამიანებზე ცდების პირველი ეტაპი, რომლის დროსაც ვაქცინა "ომიკრონის" და სხვა შტამების წინააღმდეგ გამოსცადეს, ამ თვეში წარმატებით დასრულდა. მოხალისეებზე ტესტირების მეორე და მესამე ფაზა ჯერ არ დაწყებულა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system