თავში

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია

​აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია

აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ამ დროისთვის ასე გამოიყურება: 41 შტატისა და კოლუმბიის ოლქის პირველადი მონაცემებით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან 224, ხოლო დონალდ ტრამპს – 213 ხმა აქვს. გამარჯვებისთვის კანდიდატმა საარჩევნო კოლეგიის სულ მცირე 270 წევრის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს.


აშშ-ის არჩევნების პირველი შედეგები:


ჯო ბაიდენი - 224 საარჩევნო ხმა,
დონალდ ტრამპი - 213 საარჩევნო ხმა.


შტატები, სადაც დონალდ ტრამპმა მოიგო:

აიდაჰო - 4 ხმა
კანზასი - 6 ხმა
ლუიზიანა - 8 ხმა
მისისიპი - 6 ხმა
ოჰაიო - 18 ხმა
ინდიანა - 11 ხმა
კენტუკი - 8 ხმა
ოკლაჰომა - 7 ხმა
დასავლეთ ვირჯინია - 5 ხმა
სამხრეთ კაროლინა - 9 ხმა
ალაბამა - 9 ხმა
ტენესი - 11 ხმა
არკანზასი - 6 ხმა
სამხრეთი დაკოტა - 3 ხმა
ჩრდილოეთ დაკოტა - 3 ხმა
ნებრასკა - 4 ხმა
მისური - 10 ხმა
ვაიომინგი - 3 ხმა
იუტა - 6 ხმა
მონტანა - 3 ხმა
აიოვა - 6 ხმა
ფლორიდა - 29 ხმა

შტატები, სადაც ჯო ბაიდენმა მოიგო:

მასაჩუსეტსი - 11 ხმა
დელავერი - 3 ხმა
მერილენდი - 10 ხმა
ნიუ იორკი - 29 ხმა
ნიუ – ჯერსი - 14 ხმა
კოლუმბიის ოლქი - 3 ხმა
კოლორადო - 9 ხმა
ილინოისი - 20 ხმა
კონექტიკუტი - 7 ხმა
ახალი მექსიკა - 5 ხმა
ორეგონი - 7 ხმა
კალიფორნია - 55 ხმა
ვაშინგტონი - 12 ხმა
ნიუ ჰემფშირი - 4 ხმა
ვირჯინია - 13 ხმა
როდ აილენდი - 4 ხმ,
მინესოტა - 10 ხმა
ჰავაი - 4 ხმა

ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემის მიხედვით, მოსახლეობა ხმას აძლევს ამა თუ იმ კანდიდატს, თუმცა, პრეზიდენტს ის პირდაპირი წესით არ ირჩევს, ისინი რეალურად ამომრჩეველთა კოლეგიას ირჩევენ, რომელიც შემდეგ პრეზიდენტს ირჩევს.

ამომრჩეველთა კოლეგია 538 წევრისგან შედგება. არჩევნებში გამარჯვებულად ის კანდიდატი ითვლება, რომელიც კოლეგიის მინიმუმ 270 წევრის მხარდაჭერას მოიპოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system