თავში

აშშ-ის სენატმა ეკონომიკის სტიმულირების გეგმა დაამტკიცა

​აშშ-ის სენატმა ეკონომიკის სტიმულირების გეგმა დაამტკიცა
აშშ-ის სენატმა ეკონომიკის სტიმულირების გეგმა დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ეკონომიკის სტიმულირების გეგმა დაამტკიცა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშთაბურია. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ის ეკონომიკის 2 ტრილიონი დოლარით სტიმულირებას ითვალისწინებს.

ინიციატივას 96 კანონმდებელმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი არავინ იყო. წარმომადგენელთა პალატა დოკუმენტს კენჭს 29 მარტს უყრის.

თანხა ეკონომიკის კაპიტალით შევსებას, ქვეყნის მოქალაქეებისთვის დახმარებას, მცირე საწარმოებისთვის საკრედიტო პროგრამების შექმნას და მრეწველობისთვის, ქალაქებსა და შტატებისთვის ფონდის შექმნას ითვალისწინებს.

გეგმის მიხედვით, აშშ-ის ზრდასრული მოქალაქეების უმეტესობა დახმარების სახით სახელმწიფოსგან 1200 დოლარს მიიღებს. ამ კატეგორიაში შევლენ პირები, რომელთა რომელთა წლიური შემოსავალი 75 000 დოლარზე ნაკლებია. ოჯახები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 150 000 დოლარზე ნაკლებია, სახელმწიფოსგან 2400 დოლარს და დამატებით თითოეულ ბავშვზე 500 დოლარს მიიღებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system