თავში

აშშ-ის სკოლაში მოსწავლემ ცეცხლი გახსნა

აშშ-ის სკოლაში მოსწავლემ ცეცხლი გახსნა
აშშ-ის სკოლაში მოსწავლემ ცეცხლი გახსნა

აშშ-ის შტატ აიდაჰოსის ქალაქ რიგბიში მდებარე სკოლაში მე-6 კლასელმა ცეცხლი გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

"დღეს ჩვენ ყველაზე ცუდი, კოშმარი დღე გვქონდა. რიგბის საშუალო სკოლაში სროლა იყო", - განაცხადა სკოლის დირექტორმა.

სამართალდამცავების თქმით, გოგონამ ზურგჩანთიდან აიღო პისტოლეტი და სროლა დაიწყო, ჯერ სკოლაში, შემდეგ კი მის გარეთ. მასწავლებელმა მე-6 კლასელი გოგონას შეჩერება მოახერხა და მას იარაღი ხელიდან გამოართვა.

ცნობილია, რომ შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ყველა მოსწავლე სკოლიდან უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

პოლიცია იძიებს თუ საიდან ჰქონდა არასრულწლოვანს იარაღი და რა გახდა თავდასხმის მოტივი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system