თავში

აშშ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასასრულებლად აქტიურად მუშაობს - ბლინკენი

​აშშ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის
აშშ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასასრულებლად აქტიურად მუშაობს - ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა დღეს ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვაშინგტონი აქტიურად მუშაობს ძალადობის დროულად დასასრულებლად. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

"ჩვენ დიპლომატიური არხებით 24 საათის განმავლობაში ვმუშაობთ, რომ რომ შევძლოთ ამ კონფლიქტის დასრულება",- განაცხადა ბლინკენმა.

ორშაბათს ისრაელსა და "ჰამასს" შორი ახალი საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. ისრაელმა ღაზას სექტორი დაბომბა, პალესტინურმა მხარემ კი ისრაელის ქალაქების მისამართით სარაკეტო შეტევა განახორციელა.

ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან 198 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 58 ბავშვი და 34 ქალი. ისრაელის მხარეს სარაკეტო შეტევებს 9 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი ემსხვერპლა.

"ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის, თუ მხარეები ცეცხლის შეწყვეტას შეეცდებიან", - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system