თავში

აშშ ისრაელს ღაზას სექტორზე შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

​აშშ ისრაელს ღაზას სექტორზე შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
აშშ ისრაელს ღაზას სექტორზე შეტევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა და თეთრი სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუსა და მტავრობის წარმომადგენლებს ღაზას სექტორზე იერიშების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. სამხედრო მოქმედებები და დაპირისპირება, სავარაუდოდ მალე უნდა დასრულდეს. ინფორმაციას AP  ავრცელებს.

მედიასაშუალების ინფორმაცით თეთრი სახლი აქამდე ნეთანიაჰუზე საერთაშორისო ზეწოლისგან თავს იკავებდა და კონფლიქტის მოსაგვარებლად დიპლომატიური არხებით მუშაობდა. ეს სტრატეგია იმ გათვლას ეყრდნობოდა, რომ ისრაელი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო მოწოდებებს არ გაითვალისწინებდა და ზემოქმედების ყველაზე ეფექტური ბერკეტი კულისებს მიღმა ზეწოლა იქნებოდა. მედიასაშუალება იუწყება, რომ, სავარაუდოდ აშშ-ის ამ ტაქტიკამ გაამართლა. ვაშინგტონმა დიპლომატიურ მოლაპარაკებებში გაცილებით მეტს მიაღწია, ვიდრე ამა ღიად ამბობდა. ნეთანიაჰუს მოლაპარაკებებისას გარკვევით მიანიშნეს, რომ დრო მათ სასარგებლოდ არ მუშაობს და სამხედრო ოპერაციები რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. ამაზე ისრაელის ლიდერმა მიანიშნა, რომ სამხედრო კამპანია, შესაძლოა, საათებში დასრულდეს. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი უკვე 9 დღეა გამწვავებულია. ორმხრივი საბრძოლო მოქმედებების შედეგად 213 პალესტინელი და 12 ისრაელელი დაიღუპა.

კონფლიქტი ერთგვარი გამოწვევა გახდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისთვის, რომელმაც თავი შეიკავა, როგორც ისრაელის ღია კრიტიკისგან, ისე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ღიად ჩარევისგან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system