თავში

აშშ ჯანმო-ში ბრუნდება?

​აშშ ჯანმო-ში ბრუნდება?
აშშ ჯანმო-ში ბრუნდება?

აშშ, შესაძლოა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დაბრუნდეს. ასეთი განცხადება პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.

პენსილვანიაში მხარდამჭერების წინაშე გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჯანმო-ს წელიწადში 500 მილიონ დოლარს უხდიდა, მაშინ, როცა , მილიარდზე მეტი მოსახლეობის მქონე ჩინეთი მხოლოდ 39 მილიონი დოლარს იხდიდა და ორგანიზაციაზე გაცილებით დიდი წვდომით სარგებლობდა. ტრამპის თქმით, თუ აშშ ოდესმე ჯანმო-ში დაბრუნდება, ის 500 მილიონს აღარ გადაიხდის და ეს თანხა გაცილებით ნაკლები იქნება.

თეთრმა სახლმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება მიმდინარე წლის აპრილში შეუჩერა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანმო გააფრთხილა, რომ გადაწყვეტილება ძალაში დარჩება, ვიდრე "კორონავირუსის პანდემიაზე რეაგირებისა და მისი გავრცელების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტები გამოძიებული არ იქნება". აშშ-ის პრეზიდენტმა ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის, გავრცელებისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების დამალვაში დაადანაშაულა. დონალდ ტრამპმა, ინფორმაციის დამალვის მიზნით ჯანმო-სა და ჩინეთს შორის შესაძლო შეთქმულების არსებობის შესახებ გამოძიება მოითხოვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system