თავში

აშშ კოსმოსში აგრესიის მოსაგერიებლად ემზადება

​აშშ კოსმოსში აგრესიის მოსაგერიებლად ემზადება
აშშ კოსმოსში აგრესიის მოსაგერიებლად ემზადება

კოსმოსური სივრცე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და მის მოწინააღმდეგეებს შორის საბრძოლო მოქმედებების პოტენციურ არენად ხდება, ამიტომ ვაშინგტონი, საჭიროების შემთხვევაში, კოსმოსში აგრესიის მოსაგერიებლად მზად უნდა იყოს. ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ს ახალ ეროვნულ კოსმოსურ სტრატეგიაში, რომელიც თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

”აბსოლუტურად აუცილებელია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ეროვნული უსაფრთხოების უწყებების მუშაობის პოლიტიკის, სტრატეგიების, დოქტრინების, უსაფრთხოების საიდუმლოების პრინციპების, ასევე მტრული ქმედებების შეჩერებისთვის აუცილებელი ძალების ადაპტაცია მოახდინოს და საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის ინტერესები კოსმოსში დაიცვას", - აღნიშნულია დოკუმენტში.

ამ ამოცანების შესრულება აშშ-ის კოსმოსურ ძალებს უნდა დაევალოს, რომელიც 2019 წლის დეკემბერში შეიქმნა.

დოკუმენტში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ კოსმოსური სივრცე "საომარი მოქმედებების" სფეროდ იქცა, რაც აშშ-ის მეტოქეების მხრიდან ვაშინგტონის გამოწვევის სურვილის გამო ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system