თავში

აშშ-მა ჩინეთის 24 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა

​აშშ-მა ჩინეთის 24 მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა
აშშ-მა ჩინეთის 24 მაღალჩინოსანს  სანქციები დაუწესა

ჰონგ-კონგში პოლიტიკური თავისუფლების შეზღუდვის, რეპრესიებისა და დევნის, ასევე საარჩევნო სისტემაში დაგეგმილი ცვლილებების გამო, აშშ-მა ჩინეთისა და ჰონგ-კონგის 24 მაღალჩინოსანს სანქციების დაუწესა.

პეკინმა გასული წლის ივნისში, ადმინისტრაციულ ერთეულში რამდენიმეთვიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, ეროვნული უსაფრთხოების კანონი შემოიღო. საკანონმდებლო ცვლილებებს დემოკრატიული მოძრაობის წევრების, ხელისუფების კრიტიკოსებისა და აქტივისტი დემონსტრანტების დაკავება მოჰყვა.

ვაშინგტონის სანქციების 24 კაციან სიაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის ელიტური პოლიტბიუროს წევრი ვან ჩენი და ჩინეთის პარლამენტის მუდმივმოქმედ კომისიაში ჰონგ-კონგის წარმომადგენელი ტამ იუ-ჩანგი მოხვდნენ. უსაფრთხოების კანონი სწორედ ის კომისიაში შემუშავდა..

სიაში ასევე მოხვდნენ ჰონგ-კონგის კომისრის მოადგილე, ეროვნული უსაფრთხოების სამმართველოს უფროსი და რამდენიმე ოფიცერი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის ენტონი ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ ღრმად შეშფოთებულია ჩინეთის ცალმხრივი გადაწყვეტილებით ჰონგ-კონგის საარჩევნო სისტემის ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ხელყოფს ჰონგ-კონგის ავტონომიას და არღვევს იმ პირობას, რომელიც ჩინეთმა 1997 ბრიტანეთის მიერ მისთვის ქალაქ-სახელმწიფოს გადაცემისას დადო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system