თავში

აშშ-მა ერაყსა და სირიაში პროირანულ პოზიციებზე იერიში მიიტანა

​აშშ-მა ერაყსა და სირიაში პროირანულ პოზიციებზე იერიში მიიტანა
აშშ-მა ერაყსა და სირიაში პროირანულ პოზიციებზე იერიში მიიტანა

აშშ-ის სამხედრო ძალებმა, ჰეხბოლას შეიარაღებული დაჯგუფების წინააღმდეგ ერაყსა და სირიაში „თავდაცვითი დარტყმები“ განახორციელეს. ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია „ჰეზბოლას“ სულ მცირე ოთხი მეთაური. დარტყმები ირანის მიერ მხარდაჭერილი ძალების პოზიციებზე განხორციელდა.

„ჰეზბოლას“ თავდასხმების საპასუხოდ, რომლებიც ერაყის სამხედრო ბაზებზე განხორციელდა, სადაც კოალიციური ჯარები იმყოფებოდნენ, აშშ-ის სამხედრო ძალებმა წინასწარი თავდაცვით თავდასხმა განახორციელეს“, - განაცხადა პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონათან ჰოფმანმა.

მოგვიანებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ, თავდაცვის მდივანმა მარკ ესპერმა და გენერალმა მარკ მილეიმ მედიისთვის ბრიფინგი გამართეს, სადაც „ქათაიბ ჰეზბოლას“ პოზიციებზე შეტევა ირანსა და ერაყში წარმატებულად შეაფასეს. მათი თქმით, აშშ-მა შესაძლოა, დატყმები კიდევ განახორციელოს, რათა დაიცვას ქვეყნის ინტერესები რეგიონში.

„ჩვენ ვერ შევეგუებით, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ საფრთხე შეუქმნას ამერიკელებს“, - განაცხადა მაიკ პომპეომ.

მარკ ესპერის თქმით, თავდასხმა წარმატებული იყო, თუმცა მათ პრეზიდენტ ტრამპს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ დამატებითი დატყმები იქნება საჭირო.

შეგახსენებთ, შაბათს ერაყში, ამერიკულ ბაზაზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ რამდენიმე ამერიკელი და ერაყელი სამხედრო. ერაყის უსაფრთხოების ძალების ინფორმაციით კი, აშშ-ის დარტყმების შედეგად სულ 25 მეომარი დაიღუპა და სულ მცირე 55 დაიჭრა. მათივე თქმით, მოკლულია „ქათაიბ ჰეზბოლას“ 4 მეთაური.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system