თავში

აშშ-მა ირანს, შესაძლოა, მკაცრი სანქციები მოუხსნას

აშშ-მა ირანს, შესაძლოა, მკაცრი სანქციები მოუხსნას
აშშ-მა ირანს, შესაძლოა, მკაცრი სანქციები მოუხსნას

2015 წლის ბირთვული შეთანხმების განახლებისა და თეირანის მიერ ვალდებულებების შესრულების მიზნით აშშ-მა, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციები გააუქმოს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული საინფორმაციო სააგენტო АР ავრცელებს.

ირანმა 14 აპრილს ურანის 60 %-მდე გამდიდრებისა და ნათანზის ბირთვულ სადგურზე ათასი თანამედროვე ცენტრიფუგის ამოქმედების შესახებ განაცხადა. ეს გადაწყვეტილება თეირანმა მას შემდეგ მიიღო, რაც მათი განცხადებით, ისრაელმა ნათანზის მთავარ ატომურ ობიექტზე შეტევა განახორციელა.

ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით ვენაში მოლაპარაკებები მიმდინარეობს, სადაც აშშ ევროკავშირის შუამავლობით მონაწილეობს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელის განცხადებით, მოლაპარაკებებში სერიოზული პროგრესი შეინიშნება.

ბირთვული შეთანხმება ირანსა და ექვს ქვეყანას შორის - გაერთიანებული სამეფო, გერმანია, ჩინეთი, რუსეთი, აშშ და საფრანგეთი - 2015 წელს გაფორმდა. 2018 წელს აშშ-მა ხელშეკრულება დატოვა და ირანის წინააღმდეგ სანქციები განაახლა. ამ ნაბიჯის საპასუხოდ თეირანმა ბირთვული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ეტაპობრივი შემცირება დაიწყო. გასული წლის დეკემბერში კი ურანის 20% -მდე გამდიდრების განახლების შესახებ კანონი მიიღო, გაეროს მიერ ბირთვული ობიექტების შემოწმებისა და შეთანხმების განახლების სანაცვლოდ თეირანი სანქციების გაუქმებას ითხოვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system