თავში

აშშ-მა, შესაძლოა, დეზინფორმაციასთან ბრძოლის თამაში დააფინანსოს

​აშშ-მა, შესაძლოა, დეზინფორმაციასთან ბრძოლის თამაში დააფინანსოს
აშშ-მა, შესაძლოა, დეზინფორმაციასთან ბრძოლის თამაში დააფინანსოს

აშშ-ის სურს, მონაწილეობა მიიღოს კომპიუტერული თამაშის შექმნაში, რომელიც გლობალური მასშტაბით დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციას ემსახურება. ამისთვის სახელმწიფო დეპარტამენტი 275 ათასი დოლარის გამოყოფას გეგმავს. ინფორმაცია სხვადასხვა ფორუმზე ვრცელდება.

არსებული ცნობებით, თამაში 15 წელს გადაცილებულ მომხმარებლებს "დეზინფორმაციის ამოცნობაში" დაეხმარება და "ფაქტების გაზიარების" მოტივაციას გაზრდის.

პირველ ეტაპზე, თამაშს ფრანგულ ენაზე გადათარგმნიან და ევროპისა და აფრიკის ფრანგულენოვან სეგმენტს შესთავაზებენ. მოგვიანებით ის კიდევ ერთ ევროპულ, აზიურ ან აფრიკულ ენაზე იქნება ნათარგმნი.

თამაშის კურირებას ნიდერლანდებში აშშ-ის საელჩო ჩაიბარებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system