თავში

აშშ მზადაა, უკრაინის თავდაცვითი დახმარება გაზარდოს - ბლინკენი

​აშშ მზადაა, უკრაინის თავდაცვითი დახმარება გაზარდოს - ბლინკენი
აშშ მზადაა, უკრაინის თავდაცვითი დახმარება გაზარდოს - ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, დმიტრო კულებას ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

"სახელმწიფო მდივანმა დაადასტურა მისი მხარდაჭერა დიპლომატიისადმი, როგორც განვითარების ერთიანი პასუხისმგებელი გზისადმი, რომ უკრაინის გარეშე უკრაინაზე არანაირი არსებითი დისკუსიები არ იქნება.

მან გაიმეორა, რომ თუ რუსეთი შემდგომი კონფლიქტის გზას აირჩევს, შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, დააწესონ უზარმაზარი სანქციები რუსეთის ეკონომიკის წინააღმდეგ, გააძლიერონ NATO-ს ყოფნა ალიანსის ფრონტისპირა სახელმწიფოებში და გაზარდონ უკრაინის თავდაცვითი დახმარება", - აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

უკრაინაში და მის გარშემო რუსეთის სამხედრო გაძლიერების შესახებ შეშფოთების აღნიშვნისას, ბლინკენმა და კულებამ ჟენევაში აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის შედეგი და ბრიუსელში NATO-რუსეთის საბჭოს სხდომის წინ შემდეგი ნაბიჯები განიხილეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system