თავში

აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას 19 თებერვალს დაუბრუნდება

აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას 19 თებერვალს დაუბრუნდება
აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას 19 თებერვალს დაუბრუნდება

აშშ პარიზის კლიმატის შეთანხმებას 19 თებერვალს დაუბრუნდება. ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილებას გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეშმაც მოიწონა.

ამერიკი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვეტილებების გაუქმებას ხელი ინაუგურაციის დასრულებიდან მალევე მოაწერა.

პარიზის კლიმატის შეთანხმებას ხელი 2015 წლის დეკემბერში მოეწერა. მას 195 ქვეყანა შეუერთდა. სახელმწიფოები თავისთავზე იღებენ ვალდებულებას, მიიღონ ზომები, რათა დედამიწაზე საშუალო ტემპერატურა 2100 წლისთვის 2 გრადუსზე მეტით არ გაიზარდოს.

2017 წლის ივნისში დონალდ ტრამპმა, აწ უკვე ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან გამოდის. ერთი თვის შემდეგ, თეთრმა სახლმა ამის შესახებ გაერო-ს აცნობა. ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილებამ საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system