თავში

აშშ Pfizer-ისა და Moderna-ს დამატებით 200 მილიონ ვაქცინას შეიძენს

აშშ Pfizer-ისა და Moderna-ს დამატებით 200 მილიონ ვაქცინას შეიძენს
აშშ Pfizer-ისა და Moderna-ს დამატებით 200 მილიონ ვაქცინას შეიძენს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კომპანია Pfizer-ისა და Moderna-ს დამატების 200 მილიონი დოზა ვაქცინის შეძენას გეგმავს. ამ დროისთვის კომპანიებმა შტატებს უკვე მიაწოდეს 400 მილიონი დოზა ვაქცინა. ბაიდენის ადმინისტრაციის გეგმით ზაფხულის ბოლოსთვის ყველა ამერიკელის ვაქცინაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს.

ვაქცინაცია 2 აუცილებელი დოზის მიღებას ითვალისწინებს, რომელთა შორის ინტერვალი საშუალოდ 28 დღეა. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა დ პროფილაქტიკის ცენტრის რეკომენდაციით, მოქალაქეებმა აუცილებლად ერთი და იგივე ვაქცინის ორი დოზა უნდა მიიღონ, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში სპეციალისტები სხვა ვაქცინის გამოყენების შესაძლებლობასაც უშვებენ.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ამერიკის შეერთებულ შტატებში კორონავირუსით 25 მილიონზე მეტი დაინფიცირდა და გარდაიცვალა 425 062 ადმიანი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system