თავში

აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო

​აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო
აშშ-რუსეთის მოლაპარაკებები გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო

ჟენევაში, "ლა-გრანჯის" ვილაში, აშშ-რუსეთის შეხვედრის პირველი რაუნდი გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო. ეს შეხვედრაც პრესისთვის დახურულია.

აშშ-ის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, პოლიტიკურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდი, რუსეთში აშშ-ის ელჩი ჯონ სალივანი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი რუსეთში საკითხებზე ერიკ გრინი და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე ჯეიკ სალივანი.

რუსული დელეგაციის შემადგენლობაში პუტინს თან ახლავს პრეზიდენტის თანაშემწე იური უშაკოვი, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, პრეზიდენტის პრესმდივანი დმიტრი პესკოვი, რუსეთის ელჩი შეერთებულ შტატებში ანატოლი ანტონოვი, თავდაცვის სამინისტროს გენ-შტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი. შეხვედრაზე ასევე მიწვეულები არიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დმიტრი კოზაკი და სპეციალური წარმომადგენელი სირიის საკითხებში ალექსანდრ ლავრენტიევი.

შეხვედრის მეორე რაუნდი დელეგაციების მონაწილეობით თბილისის დროით 18:40-ზე დაიწყება. პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბაიდენი პრესკონფერენციას გამართავს.

თეთრი სახლის ინფორმაციით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტი ვაშინგტონში 16 ივნისს, ადგილობრივი დროით 23:00-ზე (თბილისის დროით 7:00) დაბრუნდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system