თავში

აშშ-რუსეთის სამიტი ჟენევაში დასრულდა

აშშ-რუსეთის სამიტი ჟენევაში დასრულდა
აშშ-რუსეთის სამიტი ჟენევაში დასრულდა
© Reuters

მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციებს შორის გაფართოებულ ფორმატში ადგილობრივი დროით 17:05-ზე (თბილისის დროით (19:05-ზე) დასრულდა.

მანამდე დასრულდა მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში. აღინიშნა, რომ სახელმწიფოთა მეთაურებს, ვლადიმერ პუტინსა და ჯო ბაიდენს შორის შეხვედრა თბილისის დროით 15:36-ზე დაიწყო. მოლაპარაკებების პირველი რაუნდი პროტოკოლით გათვალისწინებულ 1 საათსა და 15 წუთზე ნახევარ საათით მეტხანს გაგრძელდა.

მოლაპარაკებები აშშ-ისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს ჯო ბაიდენსა და ვლადიმერ პუტინს შორის, ჯამში, 3,5 საათს გაგრძელდა.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან ერთად სამიტის ჩატარების ადგილი დატოვა. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა დატოვა ვილა "ლა გრანჯი" და მანქანაში ჩაჯდა.

სულ მალე პრეზიდენტები ცალ-ცალკე პრესკონფერენციებს გამართავენ. როგორც ბაიდენმა განმარტა, მას ჟურნალისტების წინაშე რუსეთის პრეზიდენტთან "შეჯიბრის" მოწყობა არ სურს.

პრესკონფერენციას ჯერ რუსეთის ლიდერი გამართავს, შემდეგ კი აშშ-ის პრეზიდენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system