თავში

აშშ-ს ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი იქნება

​აშშ-ს ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი იქნება
აშშ-ს ელჩი რუსეთში ჯონ სალივანი იქნება

აშშ-ს სენატმა რუსეთში ელჩის თანამდებობაზე სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანის კანდიდატურა დაამტკიცა.

კენჭისყრაზე მის კანდიდატურას 70-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 22 წინააღმდეგი იყო.

ჯონ სალივანის კანდიდატურა რუსეთის მომავალ ელჩად პრეზიდენტმა ტრამპმა 17 ოქტომბერს წარადგინა.

რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჯონ ჰანთსმანმა, რომელიც ამ თანამდებობაზე 2017 წელს დაინიშნა, რუსეთი 3 ოქტომბერს დატოვა. ის იუტას შტატის გუბერნატორად იყრის კენჭს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system