თავში

აშშ სამხრეთ კორეის არმიას Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრის

​აშშ სამხრეთ კორეის არმიას Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრის
აშშ სამხრეთ კორეის არმიას Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრის

აშშ სამხრეთ კორეის სარდლობის სამხედროების Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრას გეგმავს. თვადაცვის სამინისტრო ადგილზე 13 000 დოზა ვაქცინის გაგზავნას გეგმავს. ინფორმაცია სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჩჟე ინის ვაშინგტონში ვიზიტისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან პირველი შეხვედრის წინ გავრცელდა. სამხრეთ კორეაში ვაქცინაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობს. სამხრეთ კორეაში ვაქცინების მიწოდებაზე შეფერხება და პრეპარატზე გლობალური დეფიციტი ვაქცინაციის პროცესის არათანმიმდევრულობამ და გაურკვევლობამ განაპირობა. მუნ ჩჟე ინს ამერიკული ვაქცინების ქვეყანაში სწრაფად მიღების უზრუნველყოფისკენ მოუწოდებენ. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

სამხრეთ კორეის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების მარეგულირებელმა ორგანომ ერთდოზიანი Johnson & Johnson-ის ვაქცინა აპრილში მას შემდეგ დაამტკიცა, რაც 6 მილიონი დოზის მიღებაზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. ვაქცინის სამხრეთ კორეაში გაგზავნის ვადა ამ დრომდე უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system