თავში

აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებას ზეიმობს - PHOTO - VIDEO

აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებას ზეიმობს
აშშ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებას ზეიმობს - PHOTO - VIDEO

აშშ-ის ყველა ქალაქში საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიული პარტიის კანდიდატის, ჯო ბაიდენის გამარჯვებას ზეიმობენ. მისი მხარდამჭერები ერთმანეთს ულოცავენ, ქუჩებში ცეკვავენ, ავტომობილებში მსხდომები სიგნალებით ულოცავენ ერთმანეთს.

ჯო ბაიდენი პრეზიდენდად ადგილობრივი დროით 11.25-ზე გამოცხადდა. ამ დროს დონალდ ტრამპი გოლფს თამაშობდა.

ახალი პრეზიდენტის ვინაობა ტელეარხებმა CNN, NBC, ABC, CBS, AP და USA Today თითქმის ერთდროულად გააჟღერეს. 10 წუთში მათ Fox News შეუერთდა, როდესაც ფილადელფიაში დათვლილი ხმების მიხედვით უკვე ნათელი იყო, რომ დონალდ ტრამპი დამარცხდა.

საარჩევნო კოლეგიის 273 ხმა. სწორედ ამდენი მიიღო ჯო ბაიდენმა საპრეზიდენტო არჩევნებში. გამარჯვებისთვის მას 270 ხმა სჭირდებოდა.

კამალა ჰარისი, მისი მეწყვილე, აშშ-ის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი იქნება. ქვეყნის ისტორიაში ის ასევე შევა როგორც პირველი შავკანიანი და აზიურ-ამერიკული წარმომავლობის ვიცე-პრეზიდენტიც.

4-დღიანი ლოდინი ამით დასრულდა. ამერიკული მედია წერს, რომ უკვე აღარაფერი შეიცვლება. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა. თუმცა ჯერჯერობით ამას ვერ ეგუება აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი. დონალდ ტრამპის განცხადებით, ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და მიიჩნევს, რომ ჯო ბაიდენი გამარჯვების აღნიშვნას ჩქარობს. 

ის ოვალურ კაბინეტში ბაიდენის დაპატიჟებას არ აპირებს და ამით დაარღვევს ტრადიციას, რომელიც ძველი პრეზიდენტის მხრიდან ახალი პრეზიდენტისთვის პოსტის სიმბოლურად გადაცემას ითვალისწინებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system