თავში

აშშ სათბურის გაზების გამოყოფას 2-ჯერ შეამცირებს

აშშ სათბურის გაზების გამოყოფას 2-ჯერ შეამცირებს
აშშ სათბურის გაზების გამოყოფას 2-ჯერ შეამცირებს
© The New York Times — A power plant in New York City

აშშ-მა 2030 წლისთვის სათბურის გაზების გამოყოფის 50%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კლიმატის სამიტის წინ განაცხადებს. ინფორმაციას New York Times ავრცელებს.

გარდა ამისა, პარიზის შეთანხმების ფარგლებში შტატებმა სათბურის გაზების გამოყოფა 2005 წლის მაჩვენებელთან შედარებით 28 %-ით უნდა შეამციროს.

თეთრ სახლში იმედოვნებენ, რომ აშშ-ის გეგმები გარემოს დაცვასთან დაკავშირებით სხვა სახელმწიფოებსაც წაახალისებს და კლიმატის სამიტზე ახალი ვალდებულებები იქნება აღებული.

აშშ პარიზის შეთანხმებას ჯო ბაიდენის ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ დაუბრუნდა. კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საკითხებზე საერთაშორისო სამიტი 22-23 აპრილს გაიმართება. მასში 40 ქვეყნის ლიდერის მონაწილეობაა დაგეგმილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system