თავში

აშშ-ში 12-15 წლის ბავშვების კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრას დაუჭირეს მხარი

​აშშ-ში 12-15 წლის ბავშვების კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრას დაუჭირე
აშშ-ში 12-15 წლის ბავშვების კოვიდვაქცინის მესამე დოზით აცრას დაუჭირეს მხარი

აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტომ (FDA) Pfizer-ისა (PFE.N) და BioNTech-ის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენებას 12-15 წლის ბავშვებში დაუჭირა მხარი და რევაქცინაციის პერიოდი პირველი დოზის მიღებიდან 6 თვიდან 5-მდე შეამცირა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

მარეგულირებელმა ასევე მესამე დოზით აცრებს 5-დან 11 წლამდე იმუნოდეფიციტის მქონე ბავშვების შემთხვევაშიც დაუჭირა მხარი.

აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტოში განაცხადეს, რომ გამოქვეყნებული მონაცემები და "ბუსტერული" დოზების რეალური უსაფრთხოების შესახებ ცნობები გააანალიზეს, რომლებიც ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ მიაწოდა. ისინი მოიცავდა 12-დან 15 წლამდე 6300 ადამიანის მონაცემებსაც, რომლებიც Pfizer-ის ვაქცინით აიცრნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system