თავში

აშშ-ში 5 მსხვერპლის შემდეგ ქარიშხალი "ისაიასი" კანადას უტევს - PHOTO

აშშ-ში 5 მსხვერპლის შემდეგ ქარიშხალი "ისაიასი" კანადას უტევს - PHOTO
აშშ-ში 5 მსხვერპლის შემდეგ  ქარიშხალი ისაიასი კანადას უტევს  - PHOTO

აშშ-ის შემდეგ "ისაიასი" სამხრეთ-აღმოსავლეთ კანადისკენ დაიძრა. მისი სიმძლავრე ამ დროისთვის პოსტტროპიკულ ციკლონამდე შემცირდა. კანადის ქარიშხლების ცენტრი სამხრეთ კვებეკის მოსახლეობას ძლიერი წვიმის შესახებ აფრთხილებს.

მანამდე  ტროპიკული ქარიშხალი "ისაიასი" აშშ-ის ქალაქებს  დაატყდა თავს, რის გამოც სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

შტორმის შედეგად ჩრდილოეთ კაროლინაში ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო ნიუ-იორკში, მერილენდსა და დელავერის შტატებში სამი ადამიანი გარდაიცვალა.

ჩრდილოეთ კაროლინადან ნიუ იორკამდე ტროპიკულმა შტორმმა 3,4 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ქარიშხალმა ტორნადო და წყალდიდობა გამოიწვია.  დააზიანებულია სახლები, მოგლეჯილია  ხეები. კაროლინაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

აშშ-ის სახემწიფო მოხელეები ქარიშლების გამო თავშესაფრის გახსნას გეგმავენ, სადაც დაცული იქნება სოციალური დისტანცია. მოსახლეობას ასევე  პირველადი სამედიცინო ნივთების მომარაგებისკენ მოუწოდებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system