თავში

აშშ-ში აივ-ის პროფილაქტიკისთვის ინიექცია დაამტკიცეს

​აშშ-ში აივ-ის პროფილაქტიკისთვის ინიექცია დაამტკიცეს
აშშ-ში აივ-ის პროფილაქტიკისთვის ინიექცია დაამტკიცეს

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ დაამტკიცა პირველი საინიექციო პრეპარატი Apretude, რომლის მიზანი აივ ინფექციის პროფილაქტიკაა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Financial Times ბრიტანული ფარმაცევტული კომპანიის GlaxoSmithKline (GSK) განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პრეპარატის მწარმოებელი ViiV Healthcare არის, რომლის აქციების საკონტროლო პაკეტი GSK-ს აქვს.

Apretudе-ის ინიექციების გაკეთება წელიწადში 6-ჯერ არის რეკომენდირებული.

FDA-ს წამლების შეფასებისა და კვლევის ცენტრის ანტივირუსული საშუალებების დირექტორმა, დებრა ბირნკრატმა Financial Times-ს განუცხადა, რომ პრეპარატი "აშშ-ში აივ-ის ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად საკვანძო იქნება", რადგან აქამდე არსებული მეთოდი წინასაკონტაქტო პროფილაქტიკის ფარგლებში აბების ყოველ დღე მიღებას ითვალისწინებს.

"მას დიდი მნიშვნელობა ექნება, მათ შორის მაღალი რისკის მქონე ადამიანებისა და გარკვეული ჯგუფების დასახმარებლად, რომლებისთვისაც წამლების ყოველდღიური მიღება პრობლემას ან არარეალური ვარიანტს წარმოადგენს", - განაცხადა მან. 

GSK-ის განცხადებით, წამლის თითო ინიექციის ფასი 3,7 ათასი დოლარი იქნება. ამასთან, ViiV-ის კვლევისა და განვითარების ხელმძღვანელმა, კიმ სმიტმა დასძინა, რომ კომპანიას აქვს პროგრამები იმ ადამიანებისთვის, ვისაც დაზღვევა არ აქვს.

კომპანია გეგმავს, 2022 წელს დიდ ბრიტანეთსა და ევროკავშირში პრეპარატის რეგისტრაციისთვის განაცხადი შეიტანოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system