თავში

აშშ-ში აუცრელი კოვიდინფიცირებული ბავშვების რიცხვი გაიზარდა

აშშ-ში აუცრელი კოვიდინფიცირებული ბავშვების რიცხვი გაიზარდა
აშშ-ში აუცრელი კოვიდინფიცირებული ბავშვების რიცხვი გაიზარდა

აშშ-ში აუცრელი კოვიდინფიცირებული ბავშვების რიცხვი, რომელთა კლინიკაში გადაყვანაც გახდა საჭირო, რეკორდულად გაიზარდა. 

Reuters-ის ცნობით, ამჟამად ჰოსპიტალიზებულია 1 900 არასრულწლოვანი.

როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ამის მიზეზი დელტა ვარიანტი, რომელიც აუცრელ ადამიანებში სწრაფად ვრცელდება.

მოცემული მომენტისთვის, ბავშვები აშშ-ში ჰოსპიტალიზებული კოვიდპაციენტების 2,4%-ს შეადგენენ.

მათ დაცვას ართულებს ის ფაქტი, რომ 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ჯერ ნებადართული არ არის.

აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ასევე გაზრდილია ახალგაზრდა, კერძოდ 18-29, 30-39 და 40-49 წლის ასაკის ადამიანების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებიც. საავადმყოფოებში გადაყვანილი პაციენტების უმრავლესობა აუცრელია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system