თავში

აშშ-ში ავსტრიის კანცლერის ვიზიტი კორონავირუსის გამო გადაიდო

აშშ-ში ავსტრიის კანცლერის ვიზიტი კორონავირუსის გამო გადაიდო
აშშ-ში ავსტრიის კანცლერის  ვიზიტი კორონავირუსის გამო გადაიდო

აშშ-ის ხელისუფლებამ, კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, ავსტრიის კანცლერის, სებასტიან კურცის ვაშინგტონში ვიზიტის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამის ოფიციალური განცხადება ავსტრიის კანცლერმა გააკეთა.

სებასტიან კურცის შეერთებულ შტატებში ვიზიტი 1-4 მარტის პერიოდში იყო დაგეგმილი, ხოლო, 3 მარტს ავსტრიის კანცლერი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უნდა შეხვედროდა.

ბოლო მონაცემებით, ავსტრიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 9 შემთხვევაა დადასტურებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system